სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტი გარდამავალია და ის მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ჯამში, 821 ათასი ლარი იხარჯება. ადგილობრივების განცხადებით, სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ქვიშხეთისთვის ტურისტული მნიშვნელობის დაბრუნებას.
„დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისმა მოღვაწეობამ და პუბლიკაციებმა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.