logo_geo
eng_logo
„თავდამსხმელმა სელფის გადაღება მთხოვა... არ გამოვრიცხავ, რომ ფოტო მკვლელობის შემკვეთისთვის უნდა გადაეგზავნა“
- +

26 თებერვალი. 2018. 18:58



თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბარში ადასტურებს, რომ თავდამსხმელმა ფოტოს გადაღება ნამდვილად სთხოვა,  თურქ ბიზნესმენთან გადასაგზავნად, რომელიც ვითომდა უკრაინაში ქარვის ქვების შესყიდვას აპირებდა.


„მან ნამდვილად მთხოვა სელფის გადაღება. მე ვკითხე, რა საჭირო იყო ეს სელფი. მითხრა, უნდა გავუგზავნო ჩემს თურქ პარტნიორს, რომ ის დარწმუნდეს, რა ცნობილი ადამიანი ხარ და ნამდვილად შეგიძლია შენი კონტაქტებით მისი დახმარებაო. საუბარია უკრაინაში შეძენილი ქარვის ქვების აეროპორტამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე. ვიცი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, მით უმეტეს ომის დროს არის კერძო დაცვის სამსახურები, რომელიც შეგიძლია, დაიქირავო და ტვირთის თუ პიროვნების დაცვა ამ გზით უზრუნველყო. სწორედ ამ საკითხს ვაზუსტებდი ჩემს მეგობართან, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს. ანუ ვარკვევდი, თუ იყო კიევში დაცვის კერძო სამსახური, რომელიც ამ პიროვნებას მაღაზიებში შეძენილი ნაკეთობების აეროპორტამდე ტრანსპორტირებაში დაეხმარებოდა. მან მითხრა, რომ კი, არის ასეთი დაწესებულებები, რომლებთანაც ოფიციალურ ხელშეკრულებას აფორმებენ და საათობრივად შეგიძლია მათი მომსახურებით ისარგებლოო.

 

თავდამსხმელს ვუთხარი, არაფერში არ მჭირდება ეს სელფი-მეთქი. ეს ყველაფერი ხდება ამ დონეზე და არანაირი სურვილი არ მაქვს საქმეში ჩემი ჩართვის-მეთქი", - განაცხადა გუგეშაშვილმა.


აქვე, გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს ფოტო მკვლელობის შემკვეთისთვის უნდა გადაეგზავნა.


„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფოტო მკვლელობის შემკვეთისთვის უნდა გადაეგზავნა, თუმცა ამის ცალსახად დადასტურებაც გამიჭირდება. ვიცი, რომ გამოძიება დღე-ღამეში 30 საათს მუშაობს და ბევრი ვერსია მუშავდება. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურად არ ვარ ჩართული გამოძიების მასალებში", - განაცხადა გუგეშაშვილმა. 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner