logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ქართულ კინოოჯახს ვულოცავ გამარჯვებას!
- +

26 აპრილი. 2016. 17:22


„რეპორტიორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნუგზარ ფოფხაძე საზოგადოებას კინოცენტრის ხელმძღვანელად ზურა მაღალაშვილის დანიშვნას ულოცავს და აღნიშნულზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

სასიხარულო ამბავი!

 

ზურა მაღალაშვილი დანიშნულა კინოცენტრის ხელმძღვანელად.

 

ეს ის შემთხვევაა, როცა ერის და ბერის" სურვილი ერთმანეთს დაემთხვა.

 

ეს ის შემთხვევაა, კულტურის სამინისტროს ტაშს რომ დაუკრავენ და... ახლობლებს არ მოუკითხავენ!

 

თქვე კაი ხალხო, თურმე შეგძლებიათ სწორი არჩევანის გაკეთება. შეგძლებიათ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. შეგძლებიათ დიდი კინოოსტატების აზრის და რეკომენდაციის გათვალისწინება. თურმე, პრესასაც კითხულობთ და რეპორტიორის" საიტსაც ადევნებთ თვალს...

 

ასეთი ყურადღებით, ასეთი სწორი გადაწყვეტილებით, შესაძლოა, ის პატივისცემა, მხარდაჭერა და ავტორიტეტიც მოიპოვოთ, კულტურის სამინისტროს რომ უნდა ქონდეს. და იმ 29 მილიონზეც არ დაგიწყონ კბენა-ღრენაი", ხალხს რომ ვერა და ვერ გააგებინეთ რაში ხარჯავთ. არადა, არცთუ ცუდი გეგმა გაქვთ...

 

ზურა მაღალაშვილს წარმატებების გულწრფელი სურვილები!

 

ქართულ კინოოჯახს ვულოცავ გამარჯვებას, განსაკუთრებით იმ 100-ზე მეტ ხელისმომწერს, რეპორტიორში" რომ მოიტანეს საკუთარი მოთხოვნა კინოცენტრის მომავლის თაობაზე.

 

დიდ ელდარ შენგელაიას და მის თაობასაც ვულოცავ, რამეთუ რომელიმე უწიგნური და თავხედი მომავალში ეჭვ ქვეშ არ დააყენებს ამ დიდოსტატთა დამსახურებას ქართული კინოსა და კულტურის წინაშე.

 

ქართულ კინოს მრავალჯერ ეზეიმოს გამარჯვება!" - წერს ნუგზარ ფოფხაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner