ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში გია მაისაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება:
„ეს ფოტო მთავრობის სასახლეშია გადაღებული, პრეზიდენტის მისაღებში, ეროვნული ხელისუფლების დროს და გამოვაქვეყნე მაშინ როდესაც ვწერდი ზვიად გამსახურდიას პირადი მდივნის ლალი მაისურაძის მკვლელობაზე წალენჯიხის რაიონში... ამ ფოტოზე ლალი მაისურაძის გვერდით იმყოფება გია მაისაშვილი... დღეს გავიგე გიას გარდაცვალების შესახებ, ლალიც და გიაც ორივე ძალიან ნაადრევად წავიდნენ ამ ქვეყნიდან გია ვერაგმა სენმა „დაამარცხა", ლალი კი „დემოკრატიული" ტყვიებით დაცხრილეს სქურის გზაზე... მიდიან ღირსეული ქართველები და ტოვებენ უკიდეგანო სევდას და მწუხარებას", - წერს შონია.