logo_geo
eng_logo
საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს
- +

22 თებერვალი. 2016. 17:05

 


საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს. პირისპირ შეხვედრის დროს გიორგი კვირიკაშვილმა და ბოჰუსლავ სობოტკამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.



ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა.



გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ბოჰუსლავ სობოტკა საქართველოში მოიწვია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner