logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: „რუსთავი 2"-ის საკითხიც გადაწყდება... გვარამიას გვამს - ბოკერიას ცოლის გვამი ჩაანაცვლებს!
- +

26 თებერვალი. 2018. 23:57



პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რეალობა ასეთია... ბორდელში რომ ატყდება ჩხუბი და მისი ბინადარნი, „შე ბ---ოო" რომ ეძახიან ერთმანეთს, აი, ასეთი რეალობაა დღეს საქართველოში...

 

უფრო ზუსტად კი - ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო... თუ როგორაა რაა...

 

ამცნეს, ეტყობა, მიშას, მისი ჩანაცვლება რომ მოხდა ბოკერიათი... გადაწყდა და ახლა გვიანია თითზე კბენანი...

 

მიშასთვის შექმნილი ლიბერასტული ფრთა ბოკერიას ქვეშ „გაეგო"...

 

გიგას ებარებოდეთო - მიიღეს ლოცვა-კურთხევა!

 

ახლა „რუსთავი 2"-ის საკითხიც გადაწყდება და გვარამიას გვამს - ბოკერიას ცოლის გვამი ჩაანაცვლებს!

 

მეფე მოგიკვდათ, ლიბერალებო! გაუმარჯოს გიგას!

 

ისე, რა გაჭირვებაა ოპოზიციურ ფლანგზეც... ურეიტინგო ბოკერიას გარდა სხვას რომ ვერ იპოვიან ოდესღაც „დემოკრატიის შუქურად" შერაცხული მიშას ადგილმონაცვლედ...

 

გიგას ებარებოდეთ, „ნაციონალებო"!" - წერს ხოფერია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner