რეჟისორმა ანრი ფაშურიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ოკუპაციაზე ფილმი გადაიღოს. „საზღვარი" ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადასაღებადაც სტუდია Art Films Producion მსახიობებთან ერთად თანხას ითხოვს.
„#არაოკუპაციას ფილმი #საზღვარი მთავარი პრობლემა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ ყველა არსებული ხერხით!
ამ ანგარიშზე შეძლებთ თანხის გადმორიცხვას:
თიბისი ბანკი
GE22TB7996636515100009
მიმღები: სერგო ცინცაბაძე (Sergo Tsintsabadze)
დანიშნულებაში სასურველია მიუთითოთ: საზღვრისთვის
დღეს „მცოცავი ოკუპაცია" ჩვენი მთავარი მწვავე თავისტკივილია, რომელიც დღითიდღე უფრო იზრდება. ჩვენ აღარ ვაპირებთ მშვიდად ყოფნას და ფილმი, რომელსაც ვიღებთ სწორედ ამ პრობლემას ეხება. ჩვენ უკვე მზად გვაქვს სცენარი და ამ ფილმისთვის მხოლოდ ფინანსებია საჭირო, რათა შევძლოთ და სრულიად საქართველოს სათქმელი ეკრანზე გადმოვიტანოთ. მთელი გუნდი ვეცადეთ, რომ თითოეული თქვენგანის გულში ჩაგვეხედა და მთელი ეს ტკივილი მაქსიმალური სიზუსტით გადმოგვეცა, არამარტო აქ, ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც გაიგებენ ჩვენს სიტყვას, რადგან ამ ფილმს ფესტივალებზე გავაგზავნით. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, გავერთიანდეთ, რათა ერთობლივად შევქმნათ ფილმი, "საზღვარი" რომელიც იტყვის თითოეული ჩვენგანის სათქმელს. გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ მცოცავ ოკუპაციას. #სამშობლოსთვის #ფილმისაზღვარი #არაოკუპაციას! ვისაც გაქვთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა ფილმის დაფინანსებაში
რეჟისორი: ანრი ფაშურიშვილი
სცენარის ავტორი: ამირან დოლიძე
პროდიუსერი: სერგო ცინცაბაძე, კახი სისაური, ამირან დოლიძე, ანრი ფაშურიშვილი.
თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ ჩვენს ნამუშევრებს: https://www.youtube.com/watch?v=BDtIFDWgXwY&list=PLsOJ-Uvt9wuFnDPaoX3ktpE4CQpbioOfx „ - ნათქვამია განცხადებაში.
ვიდეო-მიმართვა შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე: https://www.facebook.com/startfilms/videos/1645581302201625/