ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ახლა გამოვედი მთავარი პროკურატურიდან. შეხვედრა გაიმართა გიორგის საქმესთან დაკავშირებით. ვესაუბრე პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესდნენ პატიმარ ციხისთავის სატელევიზიო განცხადებით. მითხრეს, რომ საკითხს სწავლობენ. მე ვუთხარი ჩვენი ოჯახის პოზიცია, რომ აუცილებელია პროკურატურა დაინტერესდეს ყველა იმ პირით, რომელიც მოხსენიებულია ციხისთავის განცხადებებში. მითხრეს, რომ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩამაყენებენ საქმის კურსში.
ასევე პროკურატურას კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ თავის დროზე ჩატარებული გამოძიება და სასამართლო პროცესები იყო ფარსი და მიზნად არ ისახავდა სიმართლის დადგენას. გიორგი სანაია იყო შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი", - წერს ვახო სანაია.