logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრი არჩილ ტატუნაშილის მამას შეხვდა
- +

27 თებერვალი. 2018. 01:27



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია  არჩილ ტატუნაშვილის მამას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნიაში შეხვდა. გახარიამ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარის გადმოსვენებისთვის ამ დრომდე ახორციელებს. გახარიამ ასევე დასძინა, რომ ეს ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იქნას საქართველოში გადმოსვენებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner