logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ღმერთმა ნუ გაგვითენოს ის დღე...
- +

26 აპრილი. 2016. 18:24


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი „რეპორტიორს" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროგნოზებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება" კვლავ უმრავლესობას მოიპოვებს.


„ქართული ოცნება" მიიღებს მისთვის საჭირო ოდენობის ხმას. ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება. მაგრამ, ვფიქრობ, რომ თუკი „ქართული ოცნება" გარკვეულ პარტიებთან გაერთიანდება, ოღონდ არა ისე, როგორც ეს 2012 წელს იყო, უმრავლესობას ნამდვილად მოიპოვებს.

 

„ქართული ოცნების" ფიასკოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სააკაშვილის მახინჯი რეანიმაციის საფრთხე. ეს არ არის არც დაშინება და არც არაფერი. მე უბრალოდ ასე ვფიქრობ. ღმერთმა ნუ გაგვითენოს ის დღე, როცა პარლამენტში „ნაციონალებისა" და „ოცნების" თანაბარი რაოდენობა იქნება. ეს იქნება საქართველოს უკან დახევა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ეს იქნება თითით საჩვენებელი სასაცილო ქვეყანა", - განაცხადა მოლაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner