უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოს მოუკლეს გმირი არჩილ ტატუნაშვილი. ეს არის მორიგი მუხანათური და ვერაგული ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის რომ დასრულდეს ოკუპაცია და ჩვენი ვაჟკაცების ასეთი ცინიკური მკვლელობები საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს ერთი-ერთზე მოლაპარაკებები რუსეთთან ოკუპაციის და შემდგომი სისხლისღვრის შესაჩერებლად... ოკუპაციას აქცია-პერფორმანსებით და შეშფოთება აღშფოთებებით ვერ შევაჩერებთ", - წერს მჟავანაძე.