სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ბევრ დაბრკოლებას ხედავს, საბოლოო არჩევანი კი ქვეყნის შიდა საკითხს განეკუთვნება.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს წინაშე რთული ამოცანებია. ამ გზაზე ყველაზე რთული კოსოვოს საკითხია. 2025 წელი არ არის ევროკავშირში გაწევრიანების გარანტირებული თარიღი. ეს პოტენციურად შესაძლო ვადაა იმ შემთხვევაში თუ ყველა სხვა პირობა შესრულებული იქნება", - განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა.