ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოში, თბილისის კინოთეატრებში თურქული ფილმების კვირეულები იმართება, ქართული ტელევიზია ხომ თურქულმა სერიალებმა პირდაპირ წალეკეს...
თურქეთში თუ ეწყობა ქართული ფილმების კვირეულები?
ბალანსი ხომ უნდა იყოს დაცული?" - წერს სიმონ კილაძე და შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„კინოს დღეების მიზანია, ერთი მხრივ საქართველოში თურქული ენის მუდმივ დღის წესრიგში ყოლა, ხოლო მეორე მხრივ აქ მცხოვრები თურქი მოქალაქეების ენის ცოცხლად შენარჩუნება", - განაცხადა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის (YEE) დირექტორმა სელჩუქ ქურშატ ქოჯამ.