„რამდენის გახრწნილ და ხანგრძლივ არსებობას სჯობს ზოგიერთის ხანმოკლე, გაელვებასავით სიცოცხლე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როგორ მიკვირს, გარდაცვლილ ადამიანზე რომ წერენ ხოლმე - საწყალი, როგორ შემეცოდაო. ნწ, ნწ, ნწ... თან ხომ გააჩნია, ვინ ეცოდებათ?!
იქნებ, თავად უფრო საწყლები ხართ, არ გიფიქრიათ?
მკვლელების, მწამებლების, სამშობლოს გამყიდველების მშობლები, შვილები და მთელი შთამომავლობა უნდა გეცოდებოდეთ. რა სჭირს ლამაზ, წარმოსადეგ, განათლებულ და ჭკვიან ქართველს, სიკვდილსაც რომ ბევრი ეხუმრა და ეთამაშა, თქვენი შესაცოდი? 100 წელს რომ ვერ მიაღწია?
რამდენის გახრწნილ და ხანგრძლივ არსებობას სჯობს ზოგიერთის ხანმოკლე, გაელვებასავით სიცოცხლე", - წერს შარაძე.