„თუ შენი თავი გამოგყავს როგორც მსხვერპლი, აქ უკვე გამარჯვების შანსი აღარ გაქვს!" - გია მაისაშვილის ამ სიტყვებს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია აქვეყნებს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„გია, ძმაო, ძალიან დიდია მწუხარება შენი პიროვნული ენტელექიის ზესთასოფელში გარდასვლის გამო. მაგრამ შენ ერთი წამით არ დანებებიხარ საშინელ და ვერაგ სენს, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მორევია კაცობრიობა. შენ ნამდვილი მასტერ-კლასი აჩვენე სიცოცხლის ჰო-ყოფისა და მისთვის ბრძოლის.
მერაბ კოსტავას გამოთქმისა არ იყოს, უცხოობაში მყოფი „მამულის ტრფობით ნაშიმშილები" დიახაც ყოფილხარ: მეტისმეტადაც კი. უამრავი მადლი და სიკეთე თან მიგყვება, ასევე უამრავი ადამიანის სიყვარული და თანაგრძნობა. თუნდაც შენს მიერ გაზრდილი თაობებისა ლიდერთა სკოლაში.
ამიერიდან „შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, შენ უკვდავების ხარ ბინადარი", - წერს გამსახურდია.