logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ძალიან მძიმე დღე იყო ჩემთვის...
- +

27 თებერვალი. 2018. 12:19


 

„ძალიან მძიმე დღე იყო ჩემთვის. კიდევ ერთი, ემიგრაციაში იძულებით გადახვეწილი და სამშობლოს მონატრებაში უცხო მიწაზე გარდაცვლილი ჩემი ბავშვობის ტკბილი მეგობარი, ჩემი ბიძაშვილი მაია მამალაძე მივაბარეთ ქართულ მიწას", - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დასანანია, რომ ვერ მოხერხდა სიკვდილთან მებრძოლი, უკვე საწოლს მიჯაჭვული ადამიანის ჩამოყვანა საქართველოში, სანამ ცოცხალი იყო, რადგანაც ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული მისი გადმოფრენა. ერთადერთი ნუგეშია, რომ წლების უნახავი ერთადერთი შვილი მაინც ჩაფრინდა და ბოლო ამოსუნთქვამდე იყო დედის გვერდში. მაიას ბედი დღემდეც ბევრმა ემიგრანტმა გაიზიარა, საუბედუროდ და დღესაც ბევრი განწირული ავადმყოფია საზღვარგარეთ, ვინც ოცნებობს, რომ საქართველოში დალიოს სული.

 

ვფიქრობ, რომ პალეატიურ ავადმყოფებთან დაკავშირებით ეს პრობლემური საკითხიც მოსაგვარებელია ისევე ღირსეულად, როგორც მოვაგვარეთ საზღვარგარეთ გარდაცვლილი მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების პრობლემა", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner