„რომას" ლეგენდარული კაპიტან ფრანჩესკო ტოტი დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. იტალიური მედიის მტკიცებით, 39 წლის იტალიელი კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს და მომდევნო სეზონშიც „მგლების" ღირსებას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული 10-იანი სწორედ მომავალი სეზონის შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას.
იტალიური მედია ბოლო პერიოდში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა ტოტისთვის ერთწლიანი ხელშეკრულების, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობისა და სპორტული დირექტორის თანამდებობის შეთავაზებას გეგმავდა.
ფრანჩესკო ტოტის მოქმედი კონტრაქტის ვადა „რომასთან" ივნისში იწურება.