logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: მადლობაც ვერ გადაგიხადე, ძმაო…
- +

27 თებერვალი. 2018. 13:47




საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი შალვა ოგბაიძე გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„ტვინის შერყევით საავადმყოფოდან გამომწერეს მიტინგის მორიგი დარბევის შემდეგ. ძალიან ცოტა თუ ბედავდა ჩემს მოკითხვას. ძილ-ბურანში ვიყავი, არ მახსოვს, რამდენი ხანი მეძინა, ან მეძინა კი საერთოდ?

იმას კი ვგრძნობდი, რომ ვიღაც სათნოდ მესაუბრებოდა, და ვგრძნობდი ნაგვემ სხეულში რაღაცნაირი სითბოს ჩაღვრას. თვალი გავახილე და სასთუმალთან გია მაისაშვილი მეჯდა და ჩემი ხელი ეჭირა...

მოგვიანებით მეუღლემ მითხრა - საათზე მეტი გესაუბრებოდაო... მადლობაც ვერ გადაგიხადე, ძმაო...

ჩემო რაღაცნაირო ძმაო...

მშვიდობით..." - წერს შალვა ოგბაიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner