logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ჩვენთან გასაუბრების დროს აღიარა, რომ...
- +

27 თებერვალი. 2018. 14:14


 


ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.

 

„მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან - სტატუსის მინიჭება და ექსტრადირება. ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით გაერო-ს კონვენცია მკაფიოდ განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს პირს ლტოლვილის სტატუსი. სახეზე უნდა იყოს პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური ან რაიმე სხვა სახის მკაფიოდ გამოკვეთილი დევნა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ვერცერთ ამ კრიტერიუმს ეს ადამიანი ვერ აკმაყოფილებდა. მეორე საკითხია, უნდა გადაეცეს თუ არა ის სხვა ქვეყანას, აქ გაცილებით მაღალი მტკიცებულებებია საჭირო. როცა სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, თვითონ აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საკმარისი მტკიცებულებები, რომ მის მიმართ პოლიტიკური ან სხვა რაიმე მიზეზით მიმდინარეობს დევნა. სხვა საკითხია ექსტრადირება, ამ შემთხვევაში მეორე სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს მყარი მტკიცებულებები სისხლის სამართლოს საქმიდან, რომელიც კონკრეტული პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. სამწუხაროდ, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ვერ წარმოგვიდგინა მტკიცებულებები მისი პოლიტიკური დევნის შესახებ. ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ კომპლექსურად. მე მგონი, არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ 2016 წელს თურქეთში მართლაც მოხდა ამბოხება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ქუჩაში გამოვიდა ჯარი, რასაც მოჰყვა რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილი, უამრავი ადამიანი დაიჭრა, იყო მცდელობა საპრეზიდენტო სასახლეზე თავდასხმის. თურქეთი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ერთი კონკრეტული ადამიანი, ფეთჰულა გიულენის სახით, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს კარგად ორგანიზებული ქსელი, სადაც ჩაბმულია ათასობით ადამიანი. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ ვენდოთ თურქეთის სახელმწიფოს და ამის საწინააღმდეგო არგუმენტები არც არავის წარმოუდგენია.

 

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ჩვენთან გასაუბრების დროს აღიარა, რომ ის არის ამ ქსელის ნაწილი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ამ ქსელშია ჩართული, ყველა დამნაშავეა, მაგრამ, როგორც ასეთი, კავშირს არ უარყოფს..." - განაცხადა სუბარმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner