მსახიობი მარინა ჯანაშია მეუღლის-თემო გოცაძის პირველი ნამუშევრის ისტორიას იხსენებს, როცა მეუღლემ ის პირველად დახატა:
„ეს იყო ისეთი საოცარი პორტრეტი, მივხვდი, რომ თემოს დამოკიდებულება უფრო აღმატებული იყო, ვიდრე მე ვარ სინამდვილეში. იმდენად არ მინდოდა, ილუზია შექმნოდა, რომ ვუთხარი: თემო, ეს მე არ ვარ-მეთქი. არ ხარო?! და მაშიმვე დახია. თავზარი დამეცა. მას მერე რამდენჯერ დამხატა და ისეთი პორტრეტი აღარ გაუკეთებია..."
მხატვარი თავადაც გამოთქვამს გულისწყვეტას „დაწუნებული" ნახატის გამო, თუმცა თავად მეუღლის გულისწყვეტაზე არაფერს იხსენებს.