ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამართალდამცველები საეჭვო კოლოფის შემადგენლობას იკვლევენ, რომელიც მოქალაქემ აღმოაჩინა, ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება.
ამ დროისთვის, გადაკეტილია ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი - ტბელ აბუსერიძის ქუჩა.
„მოქალაქემ აღმოაჩინა საეჭვო კოლოფი, სამართალდამცველები სწორედ ამ კოლოფს სწავლობენ, ჯერ არ შეიძლება საუბარი რაიმე სახის ასაფეთქებელ მოწყობილობაზე. ქუჩა უსაფრთხოების მიზნით არის გადაკეტილი", - განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში.