პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რაც არ უნდა იყოს მიზეზი, გამართლება თუ მიზანი, არ შეიძლება ამ ადგილას მაგისტრალის გადაკეტვა. არ შეიძლება დღევანდელი უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება... გასაგებია საზოგადოების აღშფოთება და ოჯახის ტკივილი, მაგრამ გაუგებარიაб პოლიტიკურად მოტივირებული აქტივისტები რას მოქმედებენ და რას უბიძგებენ ხელისუფლებას: რომელი ბერკეტის ამოქმედებას, ძალის თუ რა სხვა ხერხის გამოყენებას?
ურთულესია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, უმძიმესია იმის განცდა, რომ საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების მობილიზების გარდა სხვა ძალისხმევა ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია. უმწარესია, როცა ვერაფრით შველი შენს დაკავებულ მოქალაქეებს... მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს ამ დროს ქვეყნის სისუსტეზე ხაზგასმას, სწორედ იმ ყველაზე ფაქიზ ადგილას, საიდანაც მტერი თვალებში გიყურებს... ნეტავ ასეთ არსებით საკითხზე რატომ ვახარებთ მას ჩვენი ორ ბანაკად გახლეჩით, ნეტავ რატომ ვუხსენებთ ყველას, რომ ამ მაგისტრალზე ქვეყნის ორად დაყოფა შეიძლება?
ნუთუ არ შეგვიძლია რამდენიმე საკითხის მიმართ ზეპოლიტიკური, ზეპარტიული და მაშასადამე ზნეობრივი მიდგომა?" - წერს სალომე ზურაბიშვილი.