logo_geo
eng_logo
გიგა კვერენჩხილაძე: სანამ „ქალაქის გული“ აღდგება, მოვაჭრეები სავაჭრო ტერიტორიას უფასოდ მიიღებენ
- +

28 თებერვალი. 2018. 00:26


 

„ბაზრობაზე რამდენიმე ათასი კვ.მ, დაახლოებით 5 000 კვ.მ ტერიტორია დაიწვა", - ამის შესახებ სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის" ადმინისტრაციის ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის, ადგილზე დაშვების ნებართვა არ გაუციათ და შესაბამისად, ბაზრობის ადმინისტრაციამ და მოვაჭრეებმა არ იციან, ვის რა ზარალი მიადგა.

 

რამდენიმე თვის განმავლობაში, ანუ, სანამ სავაჭრო ცენტრი „ქალაქის გული" აღდგება, მოვაჭრეები სავაჭრო ტერიტორიას უფასოდ მიიღებენ", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.


როგორც სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის" ადმინისტრაციის ადვოკატმა განაცხადა, მისი ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმების კუთხით, ობიექტზე კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ტიპის მოთხოვნა დაცული იყო.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში" ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner