უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„სულგაყიდულო ნაცებო და სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებო, მაშინ რატომ არ გიჩნდებოდათ პროტესტი ჩვენი ჩახოცილი ბიჭების ცხედრები თაკარა მზის ქვეშ რომ ლპებოდნენ ცხინვალში და თქვენი სულიერი ლიდერი და თავადაც კონცერტს რომ ატარებდით რუსთაველზე. თქვენს სინდისზეა ტატუნაშვილის მკვლელობაც და ის რასაც მტერი აკეთებს დღეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დავითის და თამარის ეპოქაში თქვენნაირ მოღალატეებს ლაპარაკის საშუალება არ ექნებოდა", - წერს მჟავანაძე.