საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ასეთი რამ მოხდა! სამარშრუტო ავტომობილის მოხუცმა მძღოლმა, ერთი მაღალჩინოსნის ავტომობილს მანევრირების დროს ზიანი მიაყენა! ეს მოხუცი, შეშინებული მანქანიდან გადმოვიდა, აკანკალებულმა სიგარეტს მოუკიდა და ბოდიშების მოხდა დაიწყო! მაღალჩინოსანი მანქანიდან გადმოვიდა, მოხუცს ხელი ჩამოართვა და პირიქით დახმარება შესთავაზა! მოხუცი დაიბნა, პატარა პაუზის შემდეგ მადლობები იხადა და ერთი ისტორია მოყვა: სამწუხაროდ ადრეც შემთხვევია მსგავსი ინციდენტი (ნაცების დიქტატურის დროს) მაშინ დაუჭერიათ! მანქანა წაურთმევიათ და დიდი ფულის სანაცვლოდ ციხიდან გამოუშვიათ! აკეთე სიკეთე! ხვალ შეიძლება შენც რამე შეგემთხვეს! ის მაღალჩინოსანი ქვეყნის პატრიოტია! ჩვენი თანამებრძოლია, რომელიც 24:00 საათის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს! ჩემი ძმობილი!"- წერს სამხარაძე.