logo_geo
eng_logo
ფრედერიკ კემპე: გიორგი კვირიკაშვილი მისი კვალიფიკაციის გამო დიდი პატივისცემით სარგებლობს
- +

26 აპრილი. 2016. 18:44


ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი ფრედერიკ კემპე დადებითად აფასებს აშშ-ში ვიზიტისას ეკონომიკასა და ინვესტიციებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებულ აქცენტებს.


როგორც თქვენთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრი მისი კვალიფიკაციისა და ხედვის გამო დიდი პატივისცემით სარგებლობს ამ ქალაქში - ამიტომ მას დადებითად იღებენ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მისი ვიზიტის 3 ძირითად მიზანს შორის, პრემიერ-მინისტრმა გამოიჩინა გამჭრიახობა და განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ეკონომიკასა და ინვესტიციებზე გააკეთა. ჩემი აზრით, მას ამ მიმართულებით დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია", -განაცხადა კემპემ.


ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველო დადებით შეფასებას მიიღებს.


წელს NATO- სამიტი იგეგმება. საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გავლილ გზასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი დადებით შეფასებებს მოისმენს", - განაცხადა ფრედერიკ კემპემ.


მისივე თქმით, რაც შეეხება მესამე საკითხს, რომელიც ეხება წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. დიდია ამერიკის ინტერესი, რომ საქართველო იყოს წარმატებული დემოკრატიის ქვეყანა.


ის ფაქტი, რომ პრემიერი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, აქ დადებითად აღიქმება. მიმაჩნია, რომ მისი ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება", - აღნიშნა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა.


 საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს ხვდება. მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა სენატორებს ჯეფ სეშენს და ჯონ მაკკეინს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს მინ ჟუს და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner