logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ
- +

28 თებერვალი. 2018. 10:11



ევროპული საქართველოს ინიციატივას ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნაზე ლტოლვილთა განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ტელეკომპანია „იმედის ეთერში ეხმაურება:

 

„როცა მკვლელზე წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული ძებნა, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე რაღაც სიის შედგენა, რადგან აქ ლაპარაკი არის არა სანქციებზე, არამედ სისხლის სამართლებრივ დევნაზე და საკმარისია, ის ადამიანი გაცდეს ოკუპირებული აფხაზეთის, ან ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიას, რომ მის მიმართ გატარებული იქნება შესაბამისი ზომები. თუკი სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთება სხვა დამნაშავე პირები, მათ მიმართაც იგივე ქმედებები განხორციელდება. რაც შეეხება სიის შედგენას, როცა ამის საჭიროება გამოჩნდება, შესაბამისი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული", - აცხადებს სუბარი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner