logo_geo
eng_logo
ტომ ჰენქსი „ლესტერის“ ჩემპიონობის შემთხვევაში ნახევარ მილიონ ფუნტს მოიგებს
- +

26 აპრილი. 2016. 18:45


ამერიკელმა მსახიობმა ტომ ჰენქსმა „The Guardian"-თან საუბრისას განაცხადა, რომ ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დაწყებამდე 100 ფუნტი სტერლინგი „ლესტერის" გაჩემპიონებაზე დადო.


„იცით, რა გავაკეთე სეზონის დაწყებამდე? „ლესტერზე" 100 ფუნტი დავდე. არ გჯერათ? ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი", - განაცხადა მსახიობმა.


სეზონის დაწყებამდე ბრიტანელმა ბუკმეიკერებმა კლაუდიო რანიერის შეგირდების გამარჯვებაზე კოეფიციენტი 5 ათასი 1-თან შემოგვთავაზეს. ეს იმას ნიშნავს, რომ  ტომ ჰენქს შანსი აქვს 500 ათასი ფუნტი მოიგოს.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. პირველადგილოსანი „ლესტერი" უახლოეს მდევარ „ტოტენჰემს" 7 ქულით უსწრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტიტულის მოსაპოვებლად „მელიებს" 3 მატჩში 3 ქულის დაგროვება სჭირდებათ, ისიც იმ შემთხვევასი, თუ „დეზები" ყველა მატჩს მოიგებენ.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner