თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად, დღეს გამოტანილი სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება.
გიგი უგულავას ბრალად ედებოდა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა.
დანარჩენი ბრალდებულების მიმართ განაჩენს მოსამართლე ამ წუთებში აცხადებს.