იერუსალიმში პროტესტის ნიშნად დაკეტილი მაცხოვრის საფლავის ტაძარი სტატუს-კვოს აღდგენის შემდეგ გაიხსნა.
ტაძარი სამი დღის განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკის პროტესტის ნიშნად დაიკეტა.
ტაძრის გახსნის შემდეგ წირვა განახლდა.
ტაძარი 25 თებერვალს დაიკეტა. პროტესტის მიზეზი იერუსალიმის მერიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გეგმები გახდა, რომლის თანახმადაც კომპლექსს, შესაძლოა, მუნიციპალური გადასახადი დაეკისროს.