logo_geo
eng_logo
ბუტა რობაქიძის საქმეზე ზურაბ ბაქრაძის ვიდეოაღიარება სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო
- +

28 თებერვალი. 2018. 15:25



ბუტა რობაქიძის საქმეზე „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის თემის" ერთ-ერთი გადაცემის ჩანაწერი, სადაც ამავე საქმეზე ბრალდებულმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა, სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო.


ვიდეოჩანაწერის მტკიცებულებად დართვის შუამდგომლობა სასამართლოზე ბრალდების მხარემ მოითხოვა. მტკიცებულებად დართვის გარდა, პროკურორებმა ასევე ამ გადაცემაში დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, თავად ბრალდებულის დაკითხვაც მოითხოვეს.


პროკურორების შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის - ზურაბ მიქაძის ადვოკატმა კობა კობახიძემ განმარტა, პროკურატურამ შუამდგომლობა სასამართლოში პროცესუალური დარღვევებით წარადგინა. საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ კი აღნიშნა, რომ პროკურატურა სატელევიზიო შოუების კეთებითაა დაკავებული და არ დაინტერესებულა, თუ როგორ დაუკავშირდნენ მედიის წარმომადგენლები ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა რამდენიმე წელია ეძებს, ვინაიდან ის მართლმსაჯულებას თავს არიდებს.


ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner