logo_geo
eng_logo
გოგიტა მურცხვალაძე: სანდრა რულოვსმა მომატყუა!
- +

28 თებერვალი. 2018. 15:31


„სანდრა რულოვსი შემპირდა, თუკი არჩევნებში მიშამ გაიმარჯვა, შენს შვილს უცხოეთში გავაგზავნით სამკურნალოდო", -ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ „ღვთის შვილების" თავმჯდომარე გოგიტა მურცხვალაძემ „საერთო გაზეთთან" საუბარში განაცხადა.

 

„სანდრა რულოვსმა, რა თქმა უნდა, მომატყუა. სააკაშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ, მას ერთი წუთითაც არ გახსენებია ჩემი ინვალიდი შვილი და ჩვენი ოჯახის გასაჭირი, რადგან არც მორალი და არც ზნეობა არ არსებობს ასეთი ტიპის ადამიანებში.

 

გარკვეული ხნის წინათ ე.წ. პირველ ლედის მაკა ჩიჩუასაც მივმართე, გაეწია პატრონაჟი ჩვენი ფონდისთვის - საქველმოქმედო ორგანიზაცია „ღვთის შვილებისთვის". ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა, რომ გვერდით დაგვიდგებოდა ქალბატონი ჩიჩუა, მაგრამ თანადგომას ვინ ჩივის, ჩვენს თხოვნაზე პასუხი არც გვაღირსა. რომ იტყვიან, ძაღლადაც კი არ ჩავუგდივარ", - განაცხადა მურცხვალაძემ. 


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner