იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, ტურინის „იუვენტუსმა" „ფიორენტინას" გასვლით მატჩში 2:1 სძლია, „ბებერი ქალბატონის" უახლოესი მდევარი „ნაპოლი" კი „რომასთან" მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა. შედეგად, „იუვენტუსმა" ჩემპიონობა 3 ტურით ადრე გაინაღდა.
ამ გამარჯვებით რეკორდსმენი გახდა „იუვეს" კარის ლეგენდარული დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი. იგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს მოგება მეცხრედ მოახერხა. ჯიჯიმ ეს მიღწევა გასახდელშივე, თანაგუნდელებთან ერთად სიგარის მოწევით აღნიშნა.