logo_geo
eng_logo
თორნიკე მოლაშვილი: როცა სულხანს ასამართლებდნენ, მანუჩარ კაპანაძემ ოთახში შემიყვანა და მითხრა...
- +

28 თებერვალი. 2018. 17:17



გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის უვადოდ გამწესებას გამოეხმაურა.

 

„მანუჩარ კაპანაძე სააკაშვილის სხვა ჯალათ მოსამართლეებთან შედარებით ანგელოზი იყო! ბიბლიაზე თუ დავიფიცებ, თორემ ამას სხვანაირად ვერსად დავამტკიცებ, მაგრამ, როცა სულხანს ასამართლებდნენ, თავისთან ოთახში შემიყვანა და მითხრა - თორნიკე, ნურავინ მაგინებს და ნურც ქალები მწყევლიან! შენ გგონია, მე მიხარია, სულხან მოლაშვილს რომ ვასამართლებ? მაგრამ არ არის, ძმაო, ჩემზე დამოკიდებული ეს ყველაფერი! - რამდენი უნდა მიუსაჯო, ის მაინც მითხარი-მეთქი! - არ ვიცი, კაცობას გეფიცები, რასაც მეტყვიან, იმდენი უნდა მივუსაჯოო! - მიპასუხა", - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.




 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner