logo_geo
eng_logo
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4692 ლარი გახდა
- +

28 თებერვალი. 2018. 17:32



28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4692 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4795 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.03 თეთრი შეადგინა.


გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0179 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0555 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.76 თეთრი შეადგინა.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 მარტიდან შევა ძალაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner