ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
ბაქრაძე, რომელიც წლებია მიმალვაში იმყოფება, საქართველოში ჩვენების მისაცემად რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის თემაში" რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.