logo_geo
eng_logo
შსს: ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს!
- +

28 თებერვალი. 2018. 18:22



„ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შედეგად გარდაიცვალა. ხუთი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner