„ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შედეგად გარდაიცვალა. ხუთი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.