logo_geo
eng_logo
შსს 14 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

28 თებერვალი. 2018. 18:41



შინაგან საქმეთა სამინისტრო ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს:


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. სამწუხაროდ, დღეს, ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთი, 14 წლის მოზარდი, მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

დანარჩენი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ამ მძიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მყისიერად დაიწყო გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner