დღეს, სირიის ქალაქ ალეპოსა და მის ახლოს მდებარე გარეუბნებზე განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა 19 ადამიანი იმსხვერპლა.
საჰაერო დარტყმები, რომელიც სავარაუდოდ სირიის სამთავრობო ძალებმა ან რუსულმა თვითმფრინავებმა განახორციელა, მოჰყვა მეამბოხეთა მიერ სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებადი უბნების დაბომბვას.
სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფების, „თეთრი ჩაფხუტების" წარმომადგენელმა ალეპოში მყოფ მედიის კორესპონდენტს განუცხადა, რომ მეამბოხეთა დაბომბვას 14 ადამიანი შეეწირა. კორესპონდეტი თავად შეესწრო და გადაიღო ფოტო, რომელზეც „თეთრი ჩაფხუტების" მაშველები დაჭრილ სირიელ მოქალაქეს ეხმარებიან დაბომბვის ადგილიდან თავის გაღწევაში. ამ სამაშველო დაჯგუფების წევრები ასევე იტყობინებიან დაბომბვის შედეგად მათი 4 მაშველის გარდაცვალების თაობაზე.