logo_geo
eng_logo
ადვოკატი: ზაზა ბაქრაძემ სატელევიზიო განცხადებებით ბრალდება ფაქტობრივად აღიარა
- +

28 თებერვალი. 2018. 20:29


 

„ზაზა ბაქრაძემ სატელევიზიო განცხადებებით ბრალდება, ფაქტობრივად, აღიარა", - ამის შესახებ პირველ არხს დაკავებულის ადვოკატმა, ზაზა შანავამ განუცხადა.


ზაზა შანავას ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი და მას ხვალ შეხვდება.


ადვოკატი ამბობს, რომ ბაქრაძე ჩვენებას სასამართლოს მისცემს და სწორედ ამ დაკითხვისას გაირკვევა, როგორ ითანამშრომლებს ის გამოძიებასთან.


თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ზაზა ბაქრაძის დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეომასალა გაავრცელა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner