logo_geo
eng_logo
თენგიზ არჩვაძე: ცხედარი გაგვიხდა სახვეწარი...
- +

28 თებერვალი. 2018. 21:10



ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გახდა. ის 22 თებერვალს ახალგორში დააკავეს ორ სხვა ქართველთან ერთად, 23 თებერვალს კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა კაცი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილი „გაიტაცეს და მოკლეს". ტატუნაშვილის ოჯახი ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას მოითხოვს, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ითქვა, რომ ექსპერტიზაა ჩასატარებელი.


ამ საკითხზე თავის გულისტკივილს გვიზიარებს მსახიობი თენგიზ არჩვაძე:


- ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ძალიან ცუდია ამბავია, რაც ხდება და კიდევ უფრო ცუდია, რომ არც პირველია და ჩვენდა საუბედუროდ, ალბათ არც უკანასკნელი იქნება! რა უნდა გითხრათ, ჩემია სამაჩაბლო და საქართველო და სამაჩაბლო მიყვარს-მეთქი?! მთავრობამ უნდა იმოქმედოს, მაგრამ... ეს ბიჭი იმხელა ტკივილია ან მოწინააღმდეგე უნდა მოკლა ან თავი მოიკლა, ასე გამოდის! ცხედარი გაგვიხდა სახვეწარი, როგორც ჩანს, ათასი მიზეზი აქვთ ცხედარი, რომ არ მოგვცენ.


ამ ყველაფერს საშინლად განვიცდი, მაგრამ ჩემი დარდი და ტკივილი მე ვის უნდა გავუზიარო, თქვენიც გეყოფათ! არიქა, ევროკავშირიო და ერთი მითხარით თქვენს გაჭირვებას რომელი ევროკავშირი უშველის? გამოთქვეს შეშფოთება ფურცელზე და მეტი რაღა გვინდა?! მეც ახლა რომ შევშფოთდე, საქმეს რას შველის ეგ?! წყლის ნაყვაა ეგ ყველაფერი. არანაირმა ისტორიულმა გამოცდილებამ ჭკუა არ გვასწავლა, ბატონო! ასე რომ არ იყოს, ერთმანეთზე უარესი ხელისუფლება არ გვეყოლებოდა საქართველოში!


- ამ ხელისუფლებამაც გაგიცრუათ იმედი?

 

- რომელმა არ გაგვიცრუა?! არც ერთმა არ გაამართლა, მაგრამ ისევ ვირჩევთ და ვართ! თუ ვინმეს აინტერესებს, უარყოფითი აზრი მაქვს ხელისუფლებაზე ყველანაირად! უკვე ნერვების ამშლელია მარტო ლაყბობა. „ლაპარაკი ლაპარაკსა, ცხენი გაყვა ამხანაგსაო", - ნათქვამია... საქმე დაგვანახეთ გაკეთებული!


მთავრობის წარმომადგენლები უნდა აკეთებდნენ საქმეს და იმათმა რაც იციან და რასაც აკეთებენ, აგერ გვაქვს შედეგი! ახლა თქვენ მეტყვით, არიქა, ბატონო თენგიზ ხალხს უყვარხართ, აინტერესებს თქვენი აზრი, მერე მე გეტყვით მეც მიყვარხართ-მეთქი და რას შეგძენთ ეს?! ტყუილ ლაყბობას საქმეს მივხედოთ ბოლოს და ბოლოს!


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner