logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: ლაჩარივით დარბოდი მანქანების ქვეშ! ნაურუს პრეზიდენტობაც არ შეგეფერება!
- +

28 თებერვალი. 2018. 21:38



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ გიორგი მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდ პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„მიშა, შენს სახეს სიმართლის წინაშე როგორ აჩენ, კარგად ჩანს. ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოში ფრონტის ხაზზე იყო იმ ორგანიზაციასთან ერთად რომელმაც 150 საქმე მოუგო რუსეთს. აი, იმ ნაგავი მოსამართლეებივით რომ ცილისწამებას არ ერიდები და ჭორაობას ეს უკვე იმას ნიშნავს რომ შენ უკრაინის კი არა ნაურუს პრეზიდენტობაც არ შეგეფერება. და შენ, იგივე 2008 წელს, ჯერ გორში მანქანის ქვეშ შეძვერი შიშისგან, და მერე პუტინს პირდაპირი კაპიტულაციით ჩააბარე საქართველოს ერთი მეხუთედი და კოდორის ხეობა. შენს ბიოგრაფიაშია სწორედ რუსეთის უშიშროების სკოლაში სწავლა და რუსეთის უშიშროების გენერალი ბიძა. ანა დოლიძე ჯერ ჰოლანდიაში სწავლობდა, მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმ ქვეყნის მოქალაქეც არის. შე, მართლა ლილიპუტო კაცო, ქალებს რომ ასე ლაჩრულად პასუხობ, მანდ არის შენი ნამდვილი მშიშარა ბუნება. იმიტომ არის რომ ვერ გიტანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ძალიან ვწუხვარ შენზე - ანწუხელიძეს რომ კლავდნენ და აწამებდნენ ლაჩარივით დარბოდი მანქანების ქვეშ. და ახლა სრულებით არააქტუალური ხარ ყველაფერ სიკეთესთან ერთად. და შენი შექმნილია ეს საშინელი სასამართლო სისტემა. ნიკა გვარამია ათასჯერ უფრო ჭკვიანიც არის შენზე და ათასჯერ ეთიკურიც. კაცს, შეცდომის აღიარება რომ არ შეუძლია, ნულია მისი ფასი. ფუი, შე, მართლა არაკაცო", - წერს კაკაბაძე სააკაშვილის მისამართით.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner