logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილისგან ბევრ რამეს ისწავლიან
- +

26 აპრილი. 2016. 19:40


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება. ამის შესახებ მოლაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, ვინც უშეცდომოდ თამაშობს.


„ეს მისი პირადი საქმეა. პირადად მე მივესალმებოდი ამ ფაქტს. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, გამკლავებოდა იმ სიძნელეებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობდა. ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი უიშვიათესი გამონაკლისია, რომელიც უშეცდომოდ თამაშობს. კარგი იქნება, თუ მისი თანამოაზრეები მისგან ბევრ რამეს ისწავლიან. უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობას, მოთმინებას და გადაწყვეტილების მიღებას იმ შემთხვევაში, როდესაც კარგად აწონი. თუკი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ეს ძალიან კარგი იქნება", - აღნიშნა მოლაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner