logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: „სამართლიანობა აღსდგა!“
- +

28 თებერვალი. 2018. 23:35



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აღსდგა სამართლიანობა"  - სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე - დანიშნულია უვადოდ

 

სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი - დაინიშნა უვადოდ!

 

მუხროვანის ამბოხების და გვანცა ყუფარაძის საქმეების მოსამართლე თამარ ალანია - დაინიშნა უვადოდ.

 

ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე შოთა გეწაძე - დაინიშნა უვადოდ!

 

2012 წლის არჩევნების წინ „ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების 2 მილიონ 383 ათასი ლარით დაჯარიმების საქმე... მოსამართლე ილონა თოდუა - დაინიშნა უვადოდ!

 

2012 წლის არჩევნების წინ ბიძინა გიორგობიანის და ფონდ „ქომაგის" 952 ათასი ლარით დაჯარიმების საქმე, მოსამართლე მანანა ჩოხელი - დაინიშნა უვადოდ!

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და ყოფილი საოლქო პროკურორი მიხეილ ჩინჩალაძე - დაინიშნა უვადოდ!" - წერს ჯღარკავა.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner