ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აღსდგა სამართლიანობა" - სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე - დანიშნულია უვადოდ
სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი - დაინიშნა უვადოდ!
მუხროვანის ამბოხების და გვანცა ყუფარაძის საქმეების მოსამართლე თამარ ალანია - დაინიშნა უვადოდ.
ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე შოთა გეწაძე - დაინიშნა უვადოდ!
2012 წლის არჩევნების წინ „ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების 2 მილიონ 383 ათასი ლარით დაჯარიმების საქმე... მოსამართლე ილონა თოდუა - დაინიშნა უვადოდ!
2012 წლის არჩევნების წინ ბიძინა გიორგობიანის და ფონდ „ქომაგის" 952 ათასი ლარით დაჯარიმების საქმე, მოსამართლე მანანა ჩოხელი - დაინიშნა უვადოდ!
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და ყოფილი საოლქო პროკურორი მიხეილ ჩინჩალაძე - დაინიშნა უვადოდ!" - წერს ჯღარკავა.