დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ერთ-ერთ ქადაგებაში წირვის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„წირვიდან წირვამდე სიცოცხლე, ეს არის სწორედ სიცოცხლე!
რადგან წირვის დროს ხდება ყველაზე მთავარი სამყაროში...
გესმით ხომ? აი, რამხელა სამყარო გვაკრავს! ჯერ ერთი, ვინც იცის ელემენტარული ფიზიკა, უზარმაზარი მასშტაბებია, რომელიც ადამიანს თრგუნავს!
ჩვენს გალაქტიკაში ასი თუ ორასი მილიარდი ვარსკვლავია, მილიარდი მზე, მერე ასეთი გალაქტიკები კიდე მილიარდობით არის, წარმოიდგინეთ ამ უსაზღვრო ოკეანეში ერთი ციცქნა, პატარა ბურთულა არის. იმ ციცქნა ბურთულაზე საცოდავი რაღაც არსება, რომელიც არათუ არ ჩანს, საერთოდ რას წარმოადგენს ამ სამყაროში, მატერიალური თვალსაზრისით?
- არც არაფერს!
და აი, ამ პატარა, პაწაწინა ადამიანის გულში ისეთი ძალა დევს, ღვთისგან მონიჭებული, რომ შეუძლია მთელი სამყარო გაარღვიოს და უფალს ესაუბროს, ილოცოს...
შემდეგ ყოველივეს შემოქმედი გადმოვიდეს ერთ პაწაწინა ადგილას, რომელსაც საკურთხეველი ჰქვია და ადამიანი ღმერთს შეაერთოს!
აი, ასეთი რამ ხდება საკურთხეველში!
ასეთი რამ ხდება წირვაზე!
აბა, შეიძლება ითქვას, რომ ამაზე მეტი სიცოცხლე სადმე არის?"