ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ მისი მოთხოვნაა „ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ძლიერი პატრული, რომელიც არ არის მშიერი".
„მაქვს მოთხოვნა, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ძლიერი პატრული, რომელიც არ არის მშიერი და რომელსაც უნდა ჰქონდეს დღევანდელთან მიმართებაში გაორმაგებული ხელფასი, რომ ის არის დაბოღმილი საკუთარ მოსახლეობაზე. მე მჭირდება ქვეყანაში ძალიან ჯანსაღი პატრული, პირველ რიგში ჯანსაღი ფსიქიკით... პოლიციელი არ უნდა იყოს მშიერი, რომელსაც აღიზიანებს შენი კარგი მანქანა და იმიტომ გსჯის, რომ შენ კარგ მანქანას მართავ და კარგად გამოიყურები. ის უნდა იყოს ძალიან კარგად გამორთული წელში, მოტივირებული, მატერიალურად უზრუნველყოფილი და მას უნდა უყვარდეს თავისი მოსახლეობა" - განცხადა მოროშკინამ.