logo_geo
eng_logo
ბოლო 2 წელიწადში არგენტინაში ნარკოტიკული დანაშაულისთვის 30 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

1 მარტი. 2018. 02:24



არგენტინა ერთ-ერთია იმ ექვს ქვეყანას შორის, საიდანაც ყველაზე ხშირად შედის ნარკოტიკი ევროპაში. ამის შესახებ გაეროს 2017 წლის ანგარიშში წერია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანამ 30 ათასზე მეტი ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩაატარა.


არგენტინა კოკაინს ფაქტობრივად არ აწარმოებს, მაგრამ მის ტერიტორიაზე გადის ნარკოტრაფიკი ბოლივიიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. კონტრაბანდისტები არგენტინის ტერიტორიას არამხოლოდ ტრაფიკისთვის იყენებენ, არამედ ნარკოტიკს ქვეყნის შიგნითაც ყიდიან. არგენტინის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში მარიხუანის მომხარებელთა რიცხვი 2010 წლის 590 ათასიდან, 2017 წელს - ნახევარმილიონამდე გაიზარდა; იმავე წლებში კოკაინის მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა 150 ათასიდან 300 ათასამდე. ნარკომომხარებლებს შორის დიდია 12 წლიდან 17 წლამდე მოზარდების წილი.


2015 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა ბუენოს-აირესის ყოფილი მერის მაურისიო მაკრის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მან გაიმარჯვა და ერთი თვის შემდეგ ნარკოტრაფიკი არგენტინის ნაციონალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. მან ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.


22 თებერვალს არგენტინაში რუსეთის საელჩოდან ამოღებული 400 კილოგრამამდე კოკაინი ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნაში აღმოჩენილი ნარკოტიკის ყველაზე დიდი პარტია არ არის. 2017 წლის ივნისში მათ რეკორდული, ორტონიანი ტვირთიც აღმოაჩინეს.


არგენტინის უსაფრთხოების სამინისტროს მონაცემებით, 2016-2017 წლებში ქვეყნაში 30 ათასზე მეტი ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩატარდა, დააპატიმრეს 31 ათასზე მეტი ადამიანი, ჩამორთმეულია 254 ტონა მარიხუანა და 17 ტონა კოკაინი. ევროპაში და აშშ-ში ამ რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა 700 მილიონ დოლარად შეიძლება.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner