logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: პირველი მაისიდან მწეველებმა ზრუნვა უნდა დაიწყონ იმ თანამოქალაქეებზე, რომლებიც არ ეწევიან!
- +

1 მარტი. 2018. 10:01


 

„პირველი მაისიდან მწეველმა მოქალაქეებმა ზრუნვა უნდა დაიწყონ იმ თანამოქალაქეებზე, რომლებიც არ ეწევიან", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

 

„დღეს დაწყებული კამპანიის „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან" მიზანია, ჩვენი მოქალაქეების, პირველ რიგში, მწეველთა ინფორმირება მოვახდინოთ, რომ პირველი მაისიდან მათ თავიანთი ძალიან მცირე დისკომფორტის ფასად, თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ.

 

„ნუ იქნებით პასიური" ნიშნავს მოქალაქეობრივ პოზიციას. კანონის აღსრულების ეფექტიანობის ხელშემწყობი სწორედ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, არამწეველები იქნებიან, რომლებმაც მწეველებს უნდა მოსთხოვონ, აღარ მოწიონ. თუ გვინდა, რომ დიდხანს ვიცოცხლოთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ თანამოქალაქეთა პატივისცემა უნდა დამკვიდრდეს. ეს ერთადერთი გზაა.

 

გამონაკლისია სასტუმროები. 2020 წლამდე დაშვებულია, ნომრების არაუმეტეს 20%-სა მწეველებისთვის იყოს. ასევე გამონაკლისია დიდი სტადიონები. თუმცა, არასრულწლოვანთა სპორტულ შეჯიბრებებზე მოწევა წელსვე, 1 მაისიდან აიკრძალება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner